დავით ბეჟუაშვილის შესახებ

განათლება:

1993 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ეკონომიკის ფაკულტეტი (სპეციალობა: მაკროეკონომიკა), ბაკალავრი; ეკონომიკის მაგისტრი;

1993 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი.

1999 – დოქტორის ხარისხი ეკონომიკაში, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი

პროფესიული გამოცდილება:

07.12.2016 – დან დღემდე შპს ,,საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის “ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;

07.12.2016 – დან დღემდე შპს ,,საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

21.10.2012 – 18.11.2016 საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი, თეთრიწყაროს   რაიონის (ერთმანდატიან ოლქში) მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.

07.06.2008 – 21.10.2012 – საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი, თეთრიწყაროს რაიონის (ერთმანდატიან ოლქში) მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.

22.04.2004 – 07.06.2008 – საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი, თეთრიწყაროს რაიონის (ერთმანდატიან ოლქში) მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.

20.11.1999 – 22.04.2004 – საქართველოს მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი, თეთრიწყაროს რაიონის (ერთმანდატიან ოლქში) მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.

1998 – 1999 – სს. „საქგაზის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი.

1997 – 1998 – სს. „საქტრანსგაზმრეწვი“-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

1994 – 1998 – შპს ,,ინტერპაკის“ კომერციული დირექტორი

1994 წ. – ბ-მა დავით ბეჟუაშვილმა დააარსა კომპანია შპს. “Chemexim International”, რომელიც ფლობს ფართო ბიზნეს-პორტფელს საქართველოში („საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“).

1991 – 1994 – შპა ,,იმედი“ – დირექტორი.

საპარლამენტო  საქმიანობა:

2013 – 2016 – საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.

2008 – 2013 – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი

2008 – 2012 – საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი

2003 – 2008 – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი

1999 – 2002 – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრი

1999 – 2004 – საქართველოს პარლამენტის გადასახადებისა და საგადასახადო შემოსავლების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე

2002 – 2014 – საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

საპარლამენტო დელეგაციები:

2008 – 2016 – საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU) ძირითადი შემადგენლობის საპარლამენტო დელეგაციის წევრი

2008 – 2012 – ყაზახეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი

2000 – 2004 – საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი.

1999 წელს, გამოსცა წიგნი „ეროვნული ბანკის მონეტარული საკრედიტო პოლიტიკა და საბანკო სისტემის განვითარების პერსპექტივები“.

2013 წელს, საქართველოს პრეზიდენტის 15 ოქტომბრის დადგენილებით  #15/10/01,  დაჯილდოვდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (#073) ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.