,,ეროვნული სალაროს“ თანადგომით ხელოვნების სასახლეს მსოფლიო შედევრი შეემატა

02.04.2020

ხელოვნების სასახლემ პრესტიჟულ საერთაშორისო სახელოვნებო აუქციონზე ,,დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“, პროექტის ,,ეროვნული სალაროს“ ფარგლებში მორიგი ძვირფასი ნიმუშის შეძენა შეძლო. გამორჩეული ინგლისელი მხატვრის თომას ვეინვრაითის (1749-1883) ბრწყინვალე ბრიტანულ პეიზაჟს სახელწოდებით: „ხედი წყლის პირას“. (ტილო, ზეთი, 1830 წელი).სახელგანთქმული ავტორის ნახატი უკვე საქართველოშია. მას ახლავს შესაბამისი საექსპერტო დასკვნა, სახელოვნებათმცოდნეო კვლევა და საერთაშორისო სერთიფიკატი. თომას ვეინვრაითი პირველი ინგლისელი პეიზაჟისტია, რომელიც ქართულ სახელმწიფო კოლექციაში მოხვდა. მისი ნახატებით მსოფლიოს არაერთი წამყვანი მუზეუმი იწონებს თავს. ,,ჩვენი მუზეუმის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფაქტი ვერ იქნებოდა, რომ არა ჩვენი სასახლის მუდმივი მეგობარი, მხარდამჭერი და სერიოზული დონორი დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი Bezhuashvili Education Foundation / დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი, … შეიძლება ვიღაცას ზედმეტ ფანტაზიორობად მოეჩვენოს, მაგრამ მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, ვიცი რომ აუცილებლად დადგება დრო როცა ჩვენც დიდი მუზეუმებისა და გალერეების მსგავსად ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი მომავალი თაობებისათვის მსოფლიო შედევრებს ვიყიდით და ჩვენს მუზეუმში გამოვფენთ,,-ასე ეხმაურება მუზეუმის ახალ შენაძენს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია, რომლის თქმითაც განათლების ფონდის დახმარებით ქვეყანაში უნუკალური ხელოვნების ნიმუშების შეძენის ,ახალი შესაძლებლობები გაჩნდა.მისი თქმით დღეს უკვე რეალობა ლუვრთან, ერმიტაჟთან, დრეზედენის გალერეასთან ან სულაც მეტროპოლიტენთან ერთად ივაჭრო და ევროპის წამყვანი კერძო გალერეებიდან შენი ქვეყნის ეროვნული საგანძურის შესავსებად ძვირფასი ნამუშევარი წამოიღო! ფონდმა ამ ბოლო 2 წელიწადში ხელოვნების სასახლისათვის არაერთი გამორჩეული ხელოვნების ნიმუში იყიდა, თუმცა ამ ყველა შენაძენს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ბრწყინვალე ბრიტანულ პეიზაჟს სახელწოდებით: „ხედი წყლის პირას“. . თომასი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინგლისელ მხატვრად ითვლება, მისი ნამუშევრები 1832-1862 წლებს შორის არაერთხელ გამოფენილა ინგლისის სამეფო სამხატვრო აკადემიაში. ჩამოტვირთე PDF