განათლების ფონდი ევროპული ღირებულებებისთვის

09.18.2019

,,დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“ პროექტი ,,განათლების განვითარების ხელშეწყობის“ფარგლებში აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ,,თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან“. პროექტში ჩართულობის მთავარ მიზანს, საზოგადოებაში დიალოგის, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის ურთიერთობის კულტურის ამაღლება და ხელშეწყობა წარმოადგენს. პოლიტიკურ სკოლაში თავს იკრებს ახალგაზრდები, რომლებიც იზიარებენ ამ ფასეულობებს და სამომავლოდ მათი ჩართულობა ხელს შეუწყობს იმ სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, რომელიც სახელმწიფოს მოკავშირე იქნება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში.
ფონდის დახმარებით ორი წლის განმავლობაში კურსდამთავრებულებს საშუალება მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ, სტრასბურგში ევროპის საბჭოს ორგანიზებულ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის მუშაობაში.
,,დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“,,თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლასთან“ სამოქალაქო ინიციატივების, ევროპული ღირებულებების აქტიური მხარდაჭერის, პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების მიზნით თანამშრომლობს. ჩამოტვირთე PDF