განათლების ფონდის კიდევ ერთი პროექტი ევროკავშირის უმსხვილეს პორტალზე მოხვდა

03.21.2019

ხელოვნების სასახლე და ,,დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ კიდევ ერთი, ერთობლივი პროექტი ღირსეულად წარსდგა მსოფლიო აუდიტორიიის წინაშე! https://www.europeana.eu/portal/en/search… Europeana-ზე პირველად ქართული ისტორიული კოსტიუმის კოლექცია განთავსდა, მათ შორის მოხვდა ,,ეროვნული სამოსის’’ ფარგლებში აღდგენილი უნიკალური კოსტუმები, რომელიც ხელოვნების სასახლის და ფონდის ძალისხმევით აღდგა და რესტავრაცია ჩაუტარდა . აღნიშნული პროექტის დასრულების შმდეგ უნიკალური ექსპონატები სპეციალურ დარბაზში განთავსდა. აღსანიშნავია , რომ ევროკავშირის უმსხვილესი ინსტიტუციის Europeana-ს პორტალზე პირველად განთავსდა ქართული ექსპონატები ხელოვნების სასახლის კოლექციიდან. Europeanaარის კულტურული მემკვიდრეობის ევროკავშირის უმსხვილესი დიგიტალური პლატფორმა, სადაც გაწევრიანებულია 3 ათასი ინსტიტუცია მთელი ევროპის მასშტაბით. დიგიტალურ პლატფორმას საათში 10 მილიონი მნახველი ჰყავს. ინსტიტუციის შექმნას საფუძველი 2008 წელს დაედო და დღეისათვის ციფრულ ბიბლიოთეკაში აღრიცხულია 58 მილიონზე მეტი არტეფაქტი. . Europeana-თან მოლაპარაკება 2018 წელს, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში დაიწყო. ინსტიტუცია მზადყოფნას გამოთქვამს გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ევროპის ციფრულ პლატფორმაზე მეტი ქართული სამუზეუმო კოლექცია განათავსოს. 2018 წელს განათლების ფონდის კიდევ ერთი პროექტი მოხვდა საერთაშორისო სამუზეუმო ელექრონულ სივრცეში . “გუგლის” კულტურულმა ინსტიტუტმა საკუთარ სივრცეში ხელოვნების სასახლის გალერეაში დაცული ტილო “მაქმანიანი ბიჭუნა“ განათავსა. ნახატი, რომელიც 1872 წლით არის დათარიღებული, ქვეყნიდან გატანას ხელოვნების სასახლის ძალისხმევის შედეგად გადაურჩა. აღსანიშნავია , რომ ,მსოფლიო შედევრებს შორის მოხვედრილი ნახატის შეძენა , ხელოვნების სასახლესთან დაწყებული მორიგი პროექტის ,,ეროვნული სალაროს„ ფარგლებში მოხვდა.   ჩამოტვირთე PDF