"დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის" პროექტი "ეროვნული სალარო"

„დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა“ 2017 წელს „თეატრის, კინოსა და მუსიკის მუზეუმთან ერთად“ მეორე  ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყო.

„ეროვნული სალარო“ – ეს სახელწოდება მე-19-20 საუკუნეების ქართველი განმანათლებლების  პროექტის სახელწოდებიდან იქნა აღებული, მიზანიც იგივე იყო – გადავარჩინოთ გაყიდვასა და საქართველოდან გატანას ის ნივთები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის საგანძურს წარმოადგენს.

ექსპონატების უმეტესობა მძიმე სოციალური პირობების გამო ოჯახებიდან, კერძო კოლექციებიდან გამოტანილი ნივთებია. მათ უმეტესობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის. ექსპონატებს უტარდებათ ექსპერტიზა, ავთენტურობის დადგენის შემთხვევაში კი ხელოვნების სასახლეში ინაცვლებენ .

წლის ბოლოს ფონდი და „ხელოვნების სასახლე“ 12 თვის განმავლობაში შეძენილ ექსპონატებს დამთვალიერებელს  წარუდგენენ. ექსპოზიციაზე ყველა ის ნივთი იქნება გამოფენილი, რომლებიც ფონდმა „ეროვნული სალაროს“ ფარგლებში შეიძინა, აღადგინა და მუზეუმს გადასცა.