"დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის“ პროექტი - "კავკასიის ბუნება“

,,დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი საგანმანათლებლო პროექტს ,,კავკასიის ბუნება“ იწყებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში (ფართობი 280მ2 და 74მ2) გაიხსნება მუდმივმოქმედი გამოფენა – „კავკასიის ბუნება“ ექსპოზიციას ექნება ასევე საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქცია: დამონტაჟდება სხვადასხვა საგანმანათლებლო-საინფორმაციო სტენდები, ჩატარდება ინოვაციური გაკვეთილები, დაიბეჭდება ბუკლეტები კავკასიის ეკორეგიონის და სხვა საინტერესო ინფორმაციების შესახებ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის რარიტეტული ექსპონატები, რომელიც განთავსდება დარბაზში, მათი შეგროვების ისტორია კი 1852 წლიდან იწყება. (ჯერ კიდევ მაშინ როდესაც რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ბაზაზე დაარსდა მუზეუმი).

პროექტი გვაძლევს საშუალებას სრულყოფილად აისახოს საქართველოს და ზოგადად კავკასიის რეგიონის ფლორისა და ფაუნის ევოლუციური განვითარება. უნიკალური გამოფენა კი ხელმისაწვდომი და საინტერესო იქნება ნებისმიერი ასაკის, გემოვნებისა და განათლების მქონე დამთვალიერებლებისათვის. პროექტის ერთობლივად განხორციელების სურვილით ფონდს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა პროფესორმა დავით ლორთქიფანიძემ მიმართა. საგანმანათლებლო პროექტი ,,კავკასიის ბუნება“ მეცენატ ოლეგ ჩერეპანოვის თანაპარტნიორობით განხორციელდება .