"დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის" პროექტი ქართული ისტორიული სამოსი

2016 წლის მარტში „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდსა“ და ”საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. რითაც საფუძველი ჩაეყარა ფონდისა და ხელოვნების სასახლის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას.

აღდგენილი კოსტიუმები ხელოვნების სასახლეში სავალალო მდგომარეობაში იყო დაცული და ელოდა რესტავრაციას. სწორედ სასახლის ინიციატივით, ძალისხმევით და ჩვენი ფონდის დახმარებით მოხდა მათი სრული აღდგენა და კონსერვაცია.

განათლების  ფონდმა სასახლესთან ერთად პირველი პროექტის განხორციელება დაიწყო და 6 ისტორიული კოსტიუმი აღადგინა. პროცესი 6 თვეს გაგრძელდა. წლის ბოლოს ხელოვნების სასახლეში  გაიხსნა “ეროვნული სამოსის დარბაზი“ სადაც ექვსივე აღდგენილი კოსტიუმი გამოიფინა:

  • თამარ მეფის ვარძიის ფრესკის ანალოგიით შეკერილი კაბა (ავტორი სოლიკო ვირსალაძე) მე-20 საუკუნე.
  • თეკლა სააკაძის  კოსტიუმი. მე-18 საუკუნე.
  • თავად ჩოლოყაშვილის კოსტიუმი. მე-18 საუკუნე.
  • ლუარსაბ მეფის კოსტიუმი. მე-18 საუკუნე
  • შაჰის კოსტიუმი ფილმიდან „გიორგი სააკაძე“.
  • ქეთოს კაბა  ფილმიდან „ქეთო და კოტე“.

ქსოვილის დუბლირება, ოქროს ნაქარგობის აღდგენა, არტიფაქტებზე-ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების კონსერვაცია, შეძენა რესტავრაცია, პლასტმასის ქვების ძვირფასი ქვებით ჩანაცვლება და პირვანდელი სახის დაბრუნება. ექვსთვიანი მუშაოების შემდეგ ხელოვნების სასახლეში გამოფენა გაიხსნა და აღდგენილი ექსპონატები დამთვალიერებლის წინაშე გამოიფინა.

2017 წლის ივნისში „ეროვნული სამოსის დარბაზის“ ფონდის მიერ აღდგენილი კოსტიუმები Google-ის ვირტუალურ მუზეუმში განთავსადა.