"დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის" პროექტი წიგნის მუზეუმი

„საქართველოში პირველი, კავკასიაში ყველაზე დიდი „წიგნის მუზეუმი,“ და საუკუნის პროექტი,“- ასე  უწოდეს პროექტს პირველივე დღიდან, რომლის განხორცილებაც „დავით ბეჟუაშვილის განათლების  ფონდმა“ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად 2016 წელს დაიწყო.

„დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს“ რამდენიმე პრიორიტეტი აქვს: საგანმანათლებლო პროექტები, ეროვნულ საგანძურზე-ზრუნვა, რეაბილიტაცია, შენარჩუნება, მათი სამშობლოში  დაბრუნება.

„წიგნის მუზეუმი“-ეს არის ფონდის პირველი და ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პროექტი. ინიციატივა  ეროვნულ ბიბილიოთეკას ეკუთვნის და მისი მნიშვნელობიდან, საჭიროებიდან გამომდინარე ფონდმა პროექტისადმი ინტერესი თავიდანვე გამოთქვა.

ეროვნული ბიბლიოთეკის დახურული სივრციდან, პირველი ბეჭდური წიგნების, უძველესი ქართული და უცხოური გამოცემების, იშვითი და რარიტეტული ექსპონატების, წიგნის მუზეუმში გადანაცვლება ჩვენი ფონდისთვის საინტერესო პროექტი აღმოჩნდა. იშვიათი გამოცემები აქამდე მხოლოდ ერთეულებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ბიბლიოთეკის საცავი 20 ათასამდე ასეთ უნიკალურ წიგნს  ინახავს.

პროექტი წარმოაჩენს ერის ინტელექტს, ისტორიასა და განვითარებას, მას უდიდესი დანიშნულება აქვს   დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის. „წიგნის მუზეუმი“ უკვე აღინიშნა თბილისის  ტურისტულ რუქაზე, ეს იქნება საგანმანათლებლო ცენტრი და ტურისტული ლოკაცია სადაც მუდამ იქნება სტუმარი, დამთვალიერებელი, ეს იქნება ღია სივრცე  მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის სადაც საჯარო ლექციები და პრეზენტაციები გაიმართება.

„წიგნის მუზეუმი“ შეიძლება ითქვას რომ ნულიდან  შეიქმნა, ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიულ  პირველ კორპუსში. მუზეუმისთვის გამოთავისუფლდა სივრცე, გამაგრდა, გარემონტდა, დამონტაჟდა წიგნებისათვის აუცილებელი კლიმატ სისტემა, რაზეც დამოკიდებულია  წიგნის, ფურცლის სიცოცხლისუნარიონობა, გაიმართა განათება და დამზადდა შესაბამისი სამუზეუმო ინვენტარი. ამ სამუშოების ფინანსური უზრუნველყოფა საკუთარ თავზე მთლიანად „დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა“ აიღო.

შოთა რუსთაველის საიუბილეო 850 წლისთავთან დაკავშირებით „წიგნის მუზეუმის“ სივრცეში   რუსთაველის დარბაზი გაიხსა. სადაც მუდმივად იქნება გამოფენილი „ვეფხისტყაოსნის“ პირველი და უნიკალური გამოცემები. ასევე “ვეფხისტყაოსნის” ყველა უცხოენოვანი გამოცემა. მუზეუმის სივრცეში ასევე, გაიხსნა ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი. სადაც ილიას პირადი ნივთები და წიგნებია დაცული, მისი შენიშვნებითა და ჩანაწერებით.

მთავარი დარბაზი კი უშუალოდ „წიგნის მუზეუმია“,  სადაც ბიბლიოთეკის რარიტეტული საცავის  ექსპონატებია თემატურად გამოფენილი.